შოტლანდიური და ირლანდიური ვისკის სახელები ქართულად

შოტლანდიურ და ირლანდიურ ვისკის სახელები, ხშირად ინგლისურის ნაცვლად, გელურად აწერიათ. შესაბამისად, მათი ინგლისური ფონეტიკის წესებით წაკითხვა, არასწორ შედეგს მოგვცემს. მაგალითად, ინგლისურში, ch იკითხება როგორც ქართული «ჩ», ხოლო გელური ch როგორც «ჰ» ან «ქ», ხოლო თუ ის სიტყვის ბოლოსაა მოთავსებული, საერთოდ არ იკითხება. მსგავსი წესები გელურში ძალიან ბევრია. თუმცა, ამ წესების ჩამოწერის ნაცვლად, გადავწყვიტე პირდაპირ პოპულარული ვისკის სახელები ჩამომეთვალა, მათი სწორი ქართული კითხვითურთ.

თუ სიის წაკითხვა დიდად არ გაინტერესებთ, მხოლოდ ორი ვისკის სახელის დამახსოვრებას გთხოვთ — Glenmorangie გლენ-მორენჯია აქცენტით მოზე, და არა ფსევდო-ფრანგული „გენმორაჟი.“ ფრანგები ვისკის არ სვამენ, დამზადებაზე აღარაფერს ვამბობ. ასევე, Laphroaig ძალიან მარტივად—ლაფროიგია.

სახელწოდება ქართულად კომენტარი არასწორი
Aberlour აბერლო(რი)
Abhainn Dearg ავენ-ჯერიქი ან ავენ-ჯერიგი
Ailsa Bay ილსა ბეი
Allt-a-Bhainne ალტავანია
anCnoc ანოკი
Auchentoshan ოჰენტოშენი ხშირად ოქენტოშანი, თუმცა ქართულში ჰ გვაქვს და როტომაც არ ვიხმაროთ? აჩენტოშანი
Auchroisk ასრასკი ახროისკი
Aultmore ოლტმორი
Balvenie ბალვენი პედანტებისთვის—„ზე ბალვენი“ ბელვენი, ბალვინი
Ballechin ბალეჰინი ბალექინი
Benromach ბენრომა(ჰი) ან ბენრომაქი
Beinn Dubh ბენ-დიუ
Bowmore ბომო(ა)რი ბაუმოარი
Bruichladdich ბრუჰლადი ან ბრუჰლადიჰი—გელურში ბოლო ch არ იკითხება, თუმცა ბრუჰლადიჰს ბევრი ამბობს.
Bunnahabhain ბუნაჰავენი ან ბუნაჰაბენი
Clynelish ქლენლიში „ქლინიში“ არასწორია, თუმცა ბევრგან გამიგია. კლენელიში
Coal Ila კოლილა
Craigellachie ქრეიგ-ელაჰი ან ქრეიგ-ელაქი
Dailuaine დალ-იუნი იუ რუსული Ю-ს მსგავსად.
Dalmore დალ-მორი
Edradour ედრადიური იუ რუსული Ю-ს მსგავსად.
Fettercairn ფეთერქერნი F ქართულში აქ გვაქვს, შესაბამისად
Glendronach გლენ-დრონა(ჰი) ან გლენ-დრონაქი
Glenfiddich გლენ-ფიდიქი ან გლენ-ფიდიჰი
Glenmorangie გლენ-მორენჯი აქცენტი მო-ზე. გლენმორაჟი 😭
Glen Garioch გლენ გირი ბოლო ch არ იკითხება
Glenglassaugh გლენ-გლასო
Glenkinchie გლენ-კინჩი აქ ch ხაფანგია, გლენ-კინჰი არასწორია
Glenlivet გლენ-ლევეტი პედანტებისთვის—„ზე გლენ-ლევეტი“ გლენლივეტი, გლენლივი
Glenrothes გლენროფესი F ქართულში აქ გვაქვს, შესაბამისად
Glen Scotia გლენ სკოშა
Jameson ჯემესონი ჯეიმსონი, ჯემისონი
Jura ჯიურა იუ რუსული Ю-ს მსგავსად
Kilchoman კილჰომანი
Kininvie ქინენვი ან ქენენვი კინინვიე
Lagavulin ლაგავულენი
Laphroaig ლაფროიგი F ქართულში აქ გვაქვს, შესაბამისად . ლაპრაგოა, ლაპროგოა, და ა.შ. 😭
Ledaig ლეჩეგი ან ლეჩეიგი
Mortlach მორტლაჰი ან მორტლაქი
Oban ობენი ობანი (ყველა მაინც ობანს ამბობს)
Old Pulteney ოლდ-პუტნი
Port Askaig პორტ ასკიგი
Té Bheag ჩე-ვეაქი ან ჩე-ვეაგი თი-ბეგი 😂
Tomatin ტომატინი

თუ რაიმე პოპულარული ვისკის სახელი გამომრჩა, შემატყობინეთ. 🥃