შოტლანდიური და ირლანდიური ვისკის სახელები ქართულად
შოტლანდიურ და ირლანდიურ ვისკის სახელები, ხშირად ინგლისურის ნაცვლად, გელურად აწერიათ. შესაბამისად, მათი ინგლისური ფონეტიკის წესებით წაკითხვა, არასწორ შედეგს მოგვცემს. მაგალითად, ინგლისურში, ch იკითხება როგორც ქართული «ჩ», ხოლო გელური ch როგორც «ჰ» ან «ქ», ხოლო თუ ის სიტყვის ბოლოსაა მოთავსებული, საერთოდ არ იკითხება. მსგავსი წესები გელურში ძალიან ბევრია. თუმცა, ამ წესების ჩამოწერის ნაცვლად, გადავწყვიტე პირდაპირ პოპულარული ვისკის სახელები ჩამომეთვალა, მათი სწორი ქართული კითხვითურთ.
თუ სიის წაკითხვა დიდად არ გაინტერესებთ, მხოლოდ ორი ვისკის სახელის დამახსოვრებას გთხოვთ — Glenmorangie გლენ-მორენჯია აქცენტით მოზე, და არა ფსევდო-ფრანგული „გენმორაჟი.“ ფრანგები ვისკის არ სვამენ, დამზადებაზე აღარაფერს ვამბობ. ასევე, Laphroaig ძალიან მარტივად—ლაფროიგია.
სახელწოდება | ქართულად | კომენტარი | არასწორი |
---|---|---|---|
Aberlour | აბერლო(რი) | ||
Abhainn Dearg | ავენ-ჯერიქი | ან ავენ-ჯერიგი | |
Ailsa Bay | ილსა ბეი | ||
Allt-a-Bhainne | ალტავანია | ||
anCnoc | ანოკი | ||
Auchentoshan | ოჰენტოშენი | ხშირად ოქენტოშანი, თუმცა ქართულში ჰ გვაქვს და როტომაც არ ვიხმაროთ? | აჩენტოშანი |
Auchroisk | ასრასკი | ახროისკი | |
Aultmore | ოლტმორი | ||
Balvenie | ბალვენი | პედანტებისთვის—„ზე ბალვენი“ | ბელვენი, ბალვინი |
Ballechin | ბალეჰინი | ბალექინი | |
Benromach | ბენრომა(ჰი) | ან ბენრომაქი | |
Beinn Dubh | ბენ-დიუ | ||
Bowmore | ბომო(ა)რი | ბაუმოარი | |
Bruichladdich | ბრუჰლადი | ან ბრუჰლადიჰი—გელურში ბოლო ch არ იკითხება, თუმცა ბრუჰლადიჰს ბევრი ამბობს. | |
Bunnahabhain | ბუნაჰავენი | ან ბუნაჰაბენი | |
Clynelish | ქლენლიში | „ქლინიში“ არასწორია, თუმცა ბევრგან გამიგია. | კლენელიში |
Coal Ila | კოლილა | ||
Craigellachie | ქრეიგ-ელაჰი | ან ქრეიგ-ელაქი | |
Dailuaine | დალ-იუნი | იუ რუსული Ю-ს მსგავსად. | |
Dalmore | დალ-მორი | ||
Edradour | ედრადიური | იუ რუსული Ю-ს მსგავსად. | |
Fettercairn | ფეთერქერნი | F ქართულში აქ გვაქვს, შესაბამისად ფ | |
Glendronach | გლენ-დრონა(ჰი) | ან გლენ-დრონაქი | |
Glenfiddich | გლენ-ფიდიქი | ან გლენ-ფიდიჰი | |
Glenmorangie | გლენ-მორენჯი | აქცენტი მო-ზე. | გლენმორაჟი 😭 |
Glen Garioch | გლენ გირი | ბოლო ch არ იკითხება | |
Glenglassaugh | გლენ-გლასო | ||
Glenkinchie | გლენ-კინჩი | აქ ch ხაფანგია, გლენ-კინჰი არასწორია | |
Glenlivet | გლენ-ლევეტი | პედანტებისთვის—„ზე გლენ-ლევეტი“ | გლენლივეტი, გლენლივი |
Glenrothes | გლენროფესი | F ქართულში აქ გვაქვს, შესაბამისად ფ | |
Glen Scotia | გლენ სკოშა | ||
Jameson | ჯემესონი | ჯეიმსონი, ჯემისონი | |
Jura | ჯიურა | იუ რუსული Ю-ს მსგავსად | |
Kilchoman | კილჰომანი | ||
Kininvie | ქინენვი | ან ქენენვი | კინინვიე |
Lagavulin | ლაგავულენი | ||
Laphroaig | ლაფროიგი | F ქართულში აქ გვაქვს, შესაბამისად ფ. | ლაპრაგოა, ლაპროგოა, და ა.შ. 😭 |
Ledaig | ლეჩეგი | ან ლეჩეიგი | |
Mortlach | მორტლაჰი | ან მორტლაქი | |
Oban | ობენი | ობანი (ყველა მაინც ობანს ამბობს) | |
Old Pulteney | ოლდ-პუტნი | ||
Port Askaig | პორტ ასკიგი | ||
Té Bheag | ჩე-ვეაქი | ან ჩე-ვეაგი | თი-ბეგი 😂 |
Tomatin | ტომატინი |
თუ რაიმე პოპულარული ვისკის სახელი გამომრჩა, შემატყობინეთ. 🥃