Logo – Goto Homepage
Original Dragon

ნიკ ბოსტრომი

ᲘᲒᲐᲕᲘ ᲢᲘᲠᲐᲜ ᲓᲠᲐᲙᲝᲜᲖᲔ

ოდესღაც, დედამიწა ტირანი დრაკონის ძალაუფლების ქვეშ იმყოფებოდა. იგი ყველაზე დიდ ტაძარზე უფრო მაღალი იყო და შავი ქერცლით იყო დაფარული. მისი წითელი თვალები სიძულვილით ანათებდა და პირიდან საზიზღარი ყვითელ-მწვანე ნერწყვი მოედინებოდა. დრაკონი კაცობრიობისგან უზარმაზარ ხარკს ითხოვდა: ყოველი დღის მიწურულს, მთის ძირში, რომელზედაც იგი ბინადრობდა, ათი ათასი კაცი და ქალი უნდა მიეყვანათ რომ მისი უზარმაზარი მადა დაკმაყოფილებულიყო. ხარკს დრაკონი იმავე საღამოს ჭამდა, თუმცა ზოგიერთ უბედურს რამოდენიმე თვით ან წლით მთის საპყრობილეში ამწყვდევდა, სანამ ისევ მიუბრუნდებოდა.

ტირანი დრაკონის მიერ გამოწვეული მწუხარება აურაცხელი იყო. გარდა ყოველდღიურად მოკლული ათი ათასი ადამიანისა, რჩებოდნენ ჭირისუფალი შვილები, ქმრები, ცოლები და მეგობრები, რომელთაც სხვა აღარაფერი დარჩენოდათ თუ არა ეგლოვათ საყვარელი ადამიანები.

ბევრმა დრაკონთან ბრძოლა სცადა, თუმცა მამაცები იყვენენ ისინი თუ სულელნი, ძნელი სათქმელია. მღვდლებმა და ჯადოქრებმა მისი დაწყევლა ცადეს, თუმცა უშედეგოდ. საუკეთესო იარაღით აღჭურვილმა უშიშარმა მეომრებმა მასზე თავდასხმა, მაგრამ დრაკონის ცეხლმა მანამდე მოუღო მათ ბოლო, სანამ ოდნავ მიახლოვებას მოახერხებდნენ. ქიმიკოსებმა საწამლავის შეპარება მოახერხეს, მხოლოდ იმის აღმოსაჩენად, რომ მისი მადა ამით კიდევ უფრო გაიზარდა. დრაკონის ბრჭყალები, ეშვები და ქერცლი იმდენად უდრეკი იყო და მისი ბუნება კი შეურყევი, რომ ადამიანთათვის იგი უკვდავი ჩანდა.

უშედეგობისაგან დაღლილ კაცობრიობას სხვა არჩევანი არ ქონდა გარდა იმისა, რომ დრაკონის თანაარსებობას შეგუებოდა და მისთვის ხარკი ყოველდღიურად ეხადა. მოუხედავად იმისა, რომ ბევრი მოხუცი ზოგ ახალგაზრდაზე უფრო ჯამრთელი და ენერგიული იყო და ხშირ შემთხვევაში უფრო ბრძენიც-კი, ხარკისთვის ამორჩეული ადამიანები ყოველთვის მოხუცნი იყვნენ. ითვლებოდა რომ, მოხუცებს რამოდენიმე ათწლეული ცხორების სიამოვნება მაინც ჰქონდათ მიღებული. მდიდრებს მხოლოდ რამოდენიმე წელიწადით თუ შეეძლოთ მათი წამყვანი ჯალათი მოქრთამვა.

კონსტიტუციური კანონით თვით მეფესაც კი არ შეეძლო მისი ჯერის უსასრულოდ გადავადება.

სასულიერო პირები აწყნარებდნენ იმათ, ვისაც დრაკონის მიერ შეჭმის ეშინოდათ (ამის ყველას ეშინოდა, თუმცა ბევრი საჯაროდ არ გამოხატავდა), სიკვდილის შემდგომ ცხოვრებას პირდებოდნენ, რომელშიც დრაკონი არ არსებობდა. ზოგიერთი ორატორი ამტკიცებდა, რომ დრაკონს ბუნებაში თავისი ადგილი უჭირავს და უფლება აქვს მადა დაიკმაყოფილოს. ისინი ამბობდნენ, რომ კაცობრიობის არსებობის მთელი მიზანიც საბოოლოდ დრაკონის მუცელში აღმოჩენაა. სხვები ქადაგებდნენ რომ, დრაკონი კაცობრიოებისათვის კარგია, და ის მოსახლეობის ზრდას აკონტროლებს. იყო თუ არა ეს არგუმენტები საკმარისი ხალხის დასაწყნარებლად, უცნობია. უმრავლესობა კი, უბრალოდ ცდილობდა თავის უბედურ დასასრულზე არ ეფიქრა.

ეს მდგომარეობა მრავალი საუკუნის მანძილზე გძელდებოდა. სიკვდილის რაოდენობას და დაღვრილ ცრემლებს აღარავინ ითვლიდა. ნელ-ნელა ხალხი დრაკონის არსებობას შეეგუა და ის ცხოვრების ნაწილი გახდა. ამდენი წარუმატებლობის გამო, დრაკონზე თავდასხმის მცდელობებიც შეწყდა. პირიქით, ყურადრება ახლა მის დაკმაყოფილებაზე იყო გადატანილი. მიუხედავად იმისა, რომ დრაკონი ხანდახან ზოგ ქალაქს ალყაში აქცევდა, ითვლებოდა, რომ ხარკის დროული მიწოდება ამ თავდასხმების საშიშროებას ამცირებდა.

იმის ცოდნით, რომ მათი ჯერი ოდესმე მოვიდოდა, ადამიანებმა ბავშვების გაჩენა უფრო ადრე და ხშირ-ხშირად დაიწყეს. თექვსმეტი წლის ორსული გოგო იშვიათობა არ იყო. წყვილებს ხშირად ათობით შვილი ყავდათ. ასე მოსახლეობის რაოდენობა არ პატარავდებოდა და დრაკონიც დანაყრებული იყო.

ამ ასწლეულების მაძილზე, დრაკონი ზომაში იზრდებოდა და თითქმის იმავე მთის ოდენა გამხდარიყო, რომელზეც ცხოვრობდა. მადაც შესაბამისად გაეზარდა. ათი ათასი ადამიანის სხეული აღარ იყო საკმარისი მისი მუცლის ასავსებად. ამიერიდან, ყოველი მზის ჩასვლისას, მთის ძირში იგი ოთხმოც ათას მსხვერპლს ელოდა.

დრაკონსა და სიკვდილზე მეტად, მეფის გონება მიმართული იყო იმისკენ თუ როგორ მოეგროვებინა და მიეყვანა მთის ძირამდე ადამიანების ასეთი უზარმაზარი რაოდენობა. ეს ადვილი ამოცანა არ იყო.

მეფემ, საქმის გასამარტივებლად, მთის ძირამდე ლიანდაგის გაყვანა ბრძანა. ორი ბრჭყვიალა რკინის ლიანდაგი პირდაპირ დრაკონის საბინადროში მიდიოდა. ყოველ ოც წუთში ერთხელ ხალხით სავსე მატარებელი მთისკენ იძრებოდა იმისათვის, რომ უკან ცარიელი დაბრუნებულიყო. მთვარით განათებულ ღამეს, მატარებლის ფანჯარასთან მჯდომ მგზავრებს მთის და დრაკონის ორმაგი სილუეტი შეეძლოთ დაენახათ. ასევე, ორი წითელი თვალი, რომლებიც შუქურასავით ანათებდნენ და სიკვდილისკენ მიუთითებდნენ.

უამრავი ადამიანი დასაქმდა ამ დიდი პროცესის მარვისას. არსებობდნენ რეგისტრატორები, რომლებიც აღრიცხავდნენ თუ ვისი გაგზავნის ჯერი იყო. ასევე ჯაშუში-შემგროვებელნი, რომელიბიც სპეციალური ეტლით აკითხავდნენ წასაყვან ხალხს. ხშირ შემთვევაში, სწრაფ ტემპში გადაადგილდებოდნენ სავსე ეტლით მატარებლის გაჩერების, ანდა პირდაპირ მთისაკენ. მოხელეები მართავდნენ პენსიებს იმ გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, რომლთაც თავისი თავის შენახვა აღარ შეეძლოთ. იყვნენ ასევე ნუგეშისმცემელნი, რომლებიც მთისკენ მიმავალ მატარებელში მსხდომ მსხვერპლს დაყვებოდნენ და სულიერად ან წამლების მეშვეობით ამშვიდებდნენ.

ასევე არსებობდა დრაკონოლოგების საზოგადოება, რომელიც შეისწავლიდა მთელი ეს პროცესი უფრო ეფექტური როგორ გაეხადა. ზოგი დრაკონის ფიზიოლოგიას და ქცევას იკვლევდა. ზოგი, ნიმუშებს აგროვებდა—დრაკონის ფარფლს, ლორწოს, რომელიც მისი პირიდან მოედინობოდა, მოცვლილ კბილსა თუ განავალს, რომელშიც ადამიანის ძვლების პოვნა იშვიათი მოვლენა არ იყო. ყველა ეს ნიმუში გულმოდგინედ იყო აღრიცხული და არქივში ჩაბარებული. რაც უფრო კარგად იყო დრაკონი შესწავლილი, მით უფრო მტკიცედ სჯეროდა კაცობრიობას მისი უკვდავების. გასაკუთრებით უძლეველი დრაკონის შავი ქერცლი ჩანდა, რომლის მსგავსი, ნივთიერება ადამიანებს მანამდე ნანახი არ ჰქონდათ. მისი გაკაწვრაც-კი შეუძლებელი იყო.

ამ ყველფრის დასაფინანსებლად, მეფემ თავის ხალხს დიდი გადასახადები დააკისრა. დრაკონთან დაკავშირებული ხარჯები ეკონიმიკის მეშვიდედს შეადგენდა და დრაკონის ზომაზე უფრო სწრაფად იზრდებოდა.

ადამიანი, ცნობისმოყვარე არსებაა. ხანდახან, ვინმეს კარგი იდეა ებადება. სხვები ამ იდეას იღებენ და აუმჯობესებენ. დროთა განმავლობაში ბევრი შესანიშნავი ინსტრუმენტი და სისტემა იქმნება. რამოდენიმე ასეთი ხელსაწყო — კალკულატორი, თერმომეტრი, მიკროსკოპი, შუშის კოლბები, რომლებშიც ქიმიკოსები სითხეებს ადუღებენ და ხდიან — ემსახურება იდეების გამოცდას და შექმნას, მათ შორის იმ იდეების, რიმლებიც თავის მხრივ ახალი აზრების წარმოქმნას აჩქარებს.

ამგვარად, გამოგონების ბორბალი, რომელიც ოდესღაც დაუჩქარებლად ტრიალებდა, ნელ-ნელა სიჩქარეს შეძენა დაიწყო.

ბრძენნი წინასწარმეტყველებდნენ ტექნოლოგიებს, რომელიც ადამიანებს ფრენის და სხვა განსაცვიფრებელი საქმეების კეთების საშუალებას მისცემდა. ერთ-ერთი ასეთი ბრძენი, რომელსაც კოლეგები დიდ პატივს სცემდნენ, თუმცა ექსცენტრიული იდეების გამო მაინც საზოგადოებიგან განდევნილი იყო, განაცხადა რომ ოდესმე, ტექნოლოგიები კაცობრიობას დრაკონის განადგურების შესაძლებლობასაც-კი მისცემდა.

მეფის მრჩეველები მსგავს იდეებს უარყოფდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ ადამიანი მძიმეა ფრენისათვის და სხვა თუ არაფერი, მას ბუმბულები არ გააჩნია. რაც შეეხება დრაკონის განადგურებას—ისტორიის წიგნებში ასობით წარუმეტებელი შემთვევა იყო აღწერილი.

— ჩვენ ყველამ ვიცოდით ამ კაცის უპასუხისმგებლო ჩანაწერების შესახებ — წერდნენ ისტორიკოსები ბრძენის ნეკროლოგში, რომელიც ამ მომენტისათვის სწორედ დრაკონთან იყო შესაწირად გაგზავნილი, რომელის განადგურაბაც მან იწინასწარმეტყველა — თუმცა, მისი ჩანაწერების კითხვა სახალისოა! იქნებ, დრაკონს მადლობა უნდა გადავუხადოთ ამ ანტი-დრაკონული ჟანრის შექმნისათვის, რომელიც ამ უკმაყოფილო ხალხს ააშკარავებს.

ამასობაში, მიუხედავად ყველაფრისა, გამოგონებების ბორბალი ბრუნავდა და რამოდენიმე ათწლეულში ადამიანმა ცაში ფრენა და უამრავი განსაცვიფრებელი რამის მიღწევა შეძლო.

რამოდენიმე ტრადიციული შეხედულებების დრაგონოლოგმა ტირანი-დრაკონის განადგურების განხილვა დაწიყო. ისინი ამბობდნენ, რომ დრაკონის მოკვლა ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ შეძლებდნენ გამოეგონათ მასალა, რომელიც დრაკონის შავ ქერცლს დაამსხვრევდა და ამ ნივთიერებას ერთგვარი სატყორცნი მოწყობილობით დრაკონს ესროდნენ, ნაღვაწი შეიძლება დაფასებოდათ კიდეც. სხვა დრაგონოლოგებმა მათი იდეა თავიდან უარყვეს იმის საფუძველზე, რომ დრაკონის ჯავშანზე უფრო ძლიერი ნივთირება არ არსებობდა. თუმცა, რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად, ერთ-ერთმა დრაგონოლოგმა შეძლო მოეხდინა იმის დემონსტრაცია, თუ როგორ ხვრეტს ახლადაღმოჩენილი კომპოზიტური მასალით შექმნილი შუბი დრაკონის ქერცლს. ამის დანახვისას, სკეპტიკურად განწყობილმა დრაგონოლოგებმა აზრი შეცვალეს. ინჟინრებმა დაითვალეს, რომ დრაკონის ჯავშანის გასახვრეტად მსგავსი მასალის ძალიან დიდი ოდენობა იქნებოდა საჭირო. ამ ნივთიერების ასეთი დიდი ოდენობით შექმნა ძალიან ძვირი დაჯდებოდა.

გამოჩენილი ინჟინრების და დრაკონოლოგების ჯგუფმა მეფეს პეტიცია გაუგზავნა, რომელშიც ისინი დრაკონის გამანადგურებელი სასროლის დასამზადებლად დაფინანსებს ითხოვდნენ. ამ დროს მეფე ვეფხვების წინააღმდეგ მებრძოლი ჯარის შეკრებით იყო დაკავებული. ერთ ვეფხვს ფერმერი მოუკლავს და ტყეში დამალულა. სოფლის მოსახლეობაში შიში სუფევდა—ვეფხვი შეიძლება დაბრუნებულიყო. მეფემ ტყის ალყაში მოქცევა და ყველა ვეხვის მოკვლა ბრძანა. ლაშქრობის ბოლოს, მეფემ მოსახლებას წარმატების შესახებ მოახსენა — ყველა, ას სამოცდასამივე ვეფხვი მონადირებული და მოკლული იყო. ომის ხმაურში პეტიცია დავიწყებული და დაკარგული იქნა.

მთხოვნელებმა კიდევ ერთხელ გაუგზავნეს მეფეს პეტიცია. ამჯერად მათ პასუხი სამეფო მდივნისგან მიიღეს — მეფე მათ მიმართვას განიხილავდა, თუმცა მხოლოდ მის მერე, რაც დრაკონის ადმინისტრაციის წლიურ ბიუჯეტს დაამტკიცებდა. იმ წლის ბიუჯეტი კი არნახულად დიდი იყო, მოიცავდა რა მთისკენ მიმავალი, ახალი ლიანდაგის გაყვანის ხარჯებს. ამ ლიანდაგის მშენებლობის განხილვა დაიწყო მაშინ, როდესაც ტირანმა-დრაკონმა ხარკის ფასი ას ათას სულამდე გაზარდა. ბიუჯეტი დამტკიცდა, თუმცა სწორედ ამ დროს, სამეფოს შორეული მხარიდან ცნობები მოვიდა უჩვეულოდ მომრავლებული გველების შესახებ. მეფეს ახალი საშიშროებისათვის ჯარის მობილიზაცია მოუხდა და ანტი-დრაკონისტების ეს მიმართვაც სასახლის სარდაფში, მტვრიან უჯრას ჩაბარდა.

ანტი-დრაკონისტები კვლავ შეიკრიბნენ რათა გადაეწყვიტათ რა მოემოქმედათ. დებატები დაძაბული იყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა. განთიადისას გადაწყდა, რომ საქმე გაესაჯაროვებინათ და ხალთან ერთად განეხილათ. მომდევნო რამდენიმე კვირა, ჯგუფი მოგზაურობდა სამეფოს გარშემო, კითხულობდნენ საჯარო ლექციებს და თავიანთი იდეის შესახებ ესაუბრებოდნენ ყველას, ვინც ყურს დაუგდებდა. თავიდან, ხალხი სკეპტიკურად უსმენდა — მათ სკოლიდანვე ასწავლიდნენ, რომ ტირანი-დრაკონი დაუძლეველი იყო და რომ მის მიერ მოთხოვნილი მსხვერპლი ისე უნდა მიეღიო კაცობრიობას, როგორც უბრალოდ ცხოვრებისეული ფაქტი. თუმცა როგორცკი კომპოზიტური მასალის შესახებ შეიტყობდნენ, ბევრი ინტერესდებოდა. ანტი-დრაგონისტების შეხვედრებს და ლექციებს ნელ-ნელა მეტი ხალხი ესწრებოდა. აქტივისტებმა გეგმის მხარდამჭერი აქციების გამართვა დაიწყეს.

როდესაც მეფემ ამ აქციების შესახებ გაზეთში წაიკითხა, თავისი მრჩეველები დაიბარა და აზრი კითხა. მათ მეფეს მოახსენეს ძველი პეტიციების შესახებ, თუმცა ისიც დაამატეს, რომ ანტი-დრაგონისტები პრობლემის შემქმნელები იყვნენ და მათი ლექციები და იდეები ხალხში ღელვას იწვევდა. მათი აზრით, საზოგადოებრივი წესრიგისთვის, ბევრად უკეთესი იქნებოდა თუ ხალხი ტირანი-დრაკონის შესაწირის გარდაუვალობას შეეგუებოდა. ტირანი-დრაკონის სიკვდილი დრაკონის ადმინისტრაციაში უამრავ სამუშაო ადგილს გააქრობდა. ხოლო რა სოციალურ სარგებელს მოიტანდა დრაკონის განადგურება ამას არავინ უწყოდა. გარდა ამისა, მეფის ხაზინები უკვე ცარიელი იყო მეორე ლიანდაგის ასაშენებლად. თუმცა ამ დროისათვის, გველების დამარცხების შემდეგ, მეფე ძალიან პოპულარული გახდა და მიუხედავად მისი მრჩევლების პოზიციისა, მიაჩნდა, რომ ანტი-დრაგონისტების მოსაზრებების უგულებელყოფა მის სახელს შეასუსტებდა სამეფოში. გადაწყდა საჯარო განხილვის და მოსმენის დანიშვნა. შეხვედრაზე დასწრებას წამყვანი დრაგონოლოგები, სახელმწიფო მინისტრები და ნებისმიერი დაინტერესებული პირი შეძლებდა.

საჯარო განხილვა წლის ყველაზე ბნელ ღამეს, შობის წინა დღეს, სასახლის ყველაზე დიდი დარბაზში გაიმართა. დარბაზში არათუ ცარიელი სკამი, სამოძრაო ადგილიც კი არ დარჩენილიყო. გარემო იყო სერიოზული და სიბეჯითით სავსე, ისეთი, როგორიც მნიშველოვანი ომების წინ.

მას შემდეგ, რაც მეფე ყველას მიესალმა, მან სიტყვით გამოსვლა წამყვან ანტი-დრაკონისტ მეცნიერს თხოვა. ქალ მეცნიერს ძალიან სერიოზული, მკაცრი სახის გამომეტყველება ქონდა. მან ყველასთვის გასაგებ ენაზე ახსნა თუ როგორ იმუშავებდა სასროლი მოწყობილობა და რამდენი კომპოზიტური ნივთიერება და მასალა იქნებოდა საჭირო მიზნის მისაღწევად. თუ მეფე და ხალხი დათანხმდებოდა მოთხოვნილი ფულის გამოყოფას, ეს გეგმა თხუთმეტ-ოც წელიწადში იქნებოდა შესრულებადი. ოდნავ უკეთესი დაფინანსების შემთხვევაში კი თორმეტი წელიწადიც რეალური ჩანდა. თუმცა არანაირი გარანტია არსებობდა იმის, რომ ეს ყველაფერი იმუშავებდა გეგმის მიხედვით. ხალხი ქალს გულმოდგინედ უსმენდა.

ამის შემდეგ, მეფის მრჩეველი მორალურ საკითხებზე გამოვიდა სიტყვით. მისი როხროხა ხმა დარბაზს ადვილად ავსებდა:

„დავუშვათ, რომ ქალი მართალს ამბობს ტექნოლოგიების და მეცნიერების შესახებ, რომელიც სასროლის დამზადების საშუალებას მოგვცემს, თუმცა ამის მტკიცებულება არ არსებობს. მას უნდა, რომ ჩვენ დრაკონი მოვკლათ. მას გონია, რომ უფლება აქვს სიცოცხლე დრაკონის მუცელში არ დაასრულოს. ეს ბრმა სიჯიუტე და თავდაჯერებულობაა. სასრული სიციცხლე ადამიანისთვის კურთხევაა, განურჩევლად იმისა, თავად ამას იაზრებს თუ ვერა. დრაკონის მოშორება შეიძლება ხელსაყრელად და აშკარად მოგეჩვენოთ, მარგამ ეს ძირს უთხრის ადამიანურ ღირსებასა და კეთილშობილებას. დრაკონის არარსებობს შემთხვევაში, ჩვენ ვიცხოვრებთ უფრო დიდხანს, თუმცა ნაკლებად სავსე და მიზანსწრაფული ცხოვრებით. საშუალო ხარისხის ცხოვრების უსაზღვროდ გაგძელება და კითხვების არდასმა იმაზე თუ რაში უნდა გამოვიყენოთ ჩვენი სასრული ცხოვრება, დამამცირებელია, დიახ დამამცირებელი! მე თქვენ გეუბნებით, რომ დრაკონის ბუნება და დანიშნულება ადამიანების ჭამაა. ასეთია ჩვენი ადგილი ბუნებაში და მხოლოდ მაშინ ვიცხვრებთ სრულფასოვნად, როცა გვეცოდინება, რომ ჩვენი დასასრული დრაკონს ეკუთვნის…“

მარჯვე ორატორს დარბაზი ყურადრებით უსმენდა. მისი მჭერმეტყველური წინადადებები შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ მას ამ თემაზე ბევრი ქონდა ნაფიქრი, თუმცა ბოლომდე მათ შინაარის არავის ესმოდა. ასეთი გამორჩეული ოპონენტის სტყვებს ღრმა აზრი უნდა ქონოდა, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა.

შემდეგი სიტყვით ღრმადპატივცემული სასულიერო პირი უნდა გამოსულიყო. იგი ცნობილი იყო თავისი კეთილშობილი, დინჯი ხასიათითა და ადამიანებისადმი სიყვარულით. სანამ ის თავის სიტყვას დაიწყებდა, დარბაზის შუიდან პატარა ბავშვის წამოძახილი გაისმა: „დრაკონი ცუდია!“

ბიჭის მშობლები სირცხვილისგან გაწითლდნენ და მისი გაჩუმება სცადეს. ბძენმა თქვა: „მიეცით ბიჭს ლაპარაკის უფლება. მას უკეთესი რამ ექნება სათქმელი, ვიდრე მოხუც სულელს.“

პატარა ბიჭს დარბაზის ყურადღების შეეშინდა და ოდნავ შეკრთა, თუმცა როგორც კი ბძენის გულწრფელი ღიმილი და გამოწოდებული ხელი დაინახა, პოდიუმისკენ მიიწია.

— აი ნამდვილად მამაცი ადამიანი — თქვა ბრძენმა — გეშინია დრაკონის?

— მე ჩემი ბებო მინდა დამიბრუნოს — თქვა ბიჭმა.

— დრაკონმა წაიყვანა ბებია?

— კი, — ბიჭის შეშინებულ და დიდ თვალებს ცრემლი მოადგა — ბებია შემპირდა, რომ საშობაოდ ორცხობილის გამოცხობას მასწავლიდა. მან მითხრა, რომ ორცხობილებისგან პატარა სახლს გავაკეთებდით, რომელშიც ორცხობილის პატარა ადამიანები იცხოვრებდნენ. შემდეგ თეთრში ჩაცმული კაცები მოვიდნენ და ბებო დრაკონთან წაიყვანეს… დრაკონი ცუდია, იგი ადამიანებს ჭამს… მე ჩემი ბებია მინდა!

ამასობაში ბავშვი ისე ატირდა, რომ ბძენს მისი მშობლებთან დაბრუნება მოუხდა.

ამის შემდეგ, კიდევ რამდენიმე ადამიანმა გამოთქვა აზრი, თუმცა ბავშვის ამ მოკლე სიტყვამ მეფის მრჩეველების მაღალფარდოვანი და თეორიული იდეები წინასწარ დაჩრდილა. ხალხი სულ უფრო მეტად ანტი-დრაგონისტებს უჭერდა მხარს და შეხვედრის ბოლოს, მეფისათვის ხალხის კაცთმოყვარული მოთხოვრები და სურვილი გასაგები იყო. მეფემ თავის საბოლო გამოსვლა ასე დაასრულა: „საქმეს შევუდგეთ!“

როგორც კი ახალი ამბები სამეფოში გავრცელდა, ქუჩაში ლხინი დაიწყო. ანტი-დრაგონისტები და მათი მოწინააღმდეგები კაცობრიობის მომავლის სადღეგრძელოებს ერთად სვამდნენ.

მეორე დილას, მილიარდობით ადამიანმა გაიღვიძა და გაიაზრა, რომ ბევრი მათგანი დრაკონთან იქამდე მოხვდებოდა, სანამ რაკეტა მზად იქნებოდა. დრომ კრიტიკულ მომენტს გადააბიჯა: აქამდე თუ ანტი-დრაგონისტული მოძრაობა პატარა დაჯგუფებეში იყო, ახლა ეს სრულიად სამეფოს პირველი პრიორიტეტი გახდა. საერთო სახალხო სურვილი კონკრეტული და ხელშესახები გახდა. დიდი აქციები იმართებოდა იმისათვის, რომ პროექტისადმი შემოწირულობები გაზრდილიყო და რომ მეფეს სახელმწიფო მხარდაჭერა კიდევ უფრო გაეზარდა. მეფე ამ მოთხოვნებს დადებითად პასუხობდა. ახალი წლის ერთ-ერთ მიმართვაში მან განაცხადა, რომ პროექტისთვის დამატებითი რესურსები მოიპოვა; ამის გარდა, მეფემ საკუთარი ზაფხულის სასახლე და მიწები გაყიდა, რომ პირადი წვლილი შეეტანა პროექტის დაჩქარებაში. „მე მჯერა, რომ ეს ერი თავს გადადებს მიზნისთვის, რომ ათწლეულის ბოლომდე, ტირანი დრაკონის რისხვისგან გაათავისუფლოს მსოფლიო.“

ასე დაიწყო ტექნოლოგიური რბოლა დროის წინააღმდეგ. დრაკონის გამანადგურებელი ყუმბარის იდეა მარტივი იყო, თუმცა მისი რეალობაში გარდაქმნა უამრავი პატარა ტექნიკური ამოცანის გადაწყვეტას მოითხოვდა. თითოეული ამოცანის გადასაწყვეტად უამრავი შრომატევადი, მათ შორის და შეცდომებით სავსე ნაბიჯის გადადგმა იყო საჭირო. მრავალი საცდელი რაკეტა იქნა გაშვებული, თუმცა ყველა მიწაზე ეცემოდა ან არასწორი მიმართულებით მიფრინავდა. ერთი ტრაგიკული შემთხვევის დროს კი, რაკეტა საავადმყოფოს დაეცა და ასობით პაციენტი და თანამშრომელი იმსხვერპლა. ამ მომენტისათვის მიზნის მიღწევა იმდენად მნიშვნელოვანი გამხდარიყო, რომ მოუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოს ნანგრევებიდან ყველა გვამიც კი არ იყო ამოყვანილი, რაკეტის ტესტები არ შეწყვეტილა.

მიუხედავად პრაქტიკულად შეუზღუდავი დაფინანსების და ტექნიკისების დაუღალავი შრომისა, მეფის მიერ დასმული ვადის მიღწევა შეუძლებელი იყო—ათწლეული გამოხდა, მაგრამ დრაკონი ჯერ კიდევ მშვენივრად გრძობდა თავს. თუმცა, მიზანი ახლოს იყო. რაკეტის უკანასკნელმა პროტოტიპმა წარმატებით იფრინა. ძალიან ძვირი, კომპოზიტური მასალის დამზადების პროცესიც დასასრულს უახლოვდებოდა, იმისათვის რომ საბოლოოდ სრულიად შემოწმებულ და გამოცდილ რაკეტაში ჩადებულიყო. გაშვება ახალი წლის ღამეს დაიგეგმა, პროექტის დამტკიცებიდან ზუსტად თორმეტი წლის შემდეგ. საახალწლო საჩუქარი, რომელიც იმ წელს ყველაზე მეტად გაიყიდა იყო სპეციალური კალენდარი, რომელშიც დღეები რაკეტის გაშვების თარიღისკენ ითვლიდნენ. კალენდრის გაყიდვიდან შემოსული ფული პროექტს ეხმარებოდა.

ამასობაში მეფემ პიროვნული ტრანსფორმაცია განიცადა და დროთა-დრო უფრო ბრძენი ხდებოდა. ახლა იგი ბევრ დროს ატარებდა ლაბორატორიებში და ქარხნებში. ახალისებდა და აქებდა იქ მომუშავე ხალს. ხანდახან ხმაურიან ქარხანაში ღამეებს ათენებდა და ტექნიკოსებს სამუშაოს დეტალებზე ეკითხებოდა და სწავლობდა. თუმცა ისიც კარგად ესმოდა, რომ მისი ტექნიკურ საქმეში ჩარევით ბევრი არფერი გაკეთდებოდა და ამიტომ, ყველას მორალურად უფრო ედგა გვერდში.

ახალ წლამდე შვიდი დღით ადრე, სწორედ იმ ინჟინერმა ქალმა, რომელმაც ეს პროეტი თორმეტი წლის წინ წამოიწყო, მეფეს სასწრაფო შეხვედრა სთხოვა. როგორც კი მეფემ მისი მოსვლის შესახებ გაიგო, საშობაო საღამოზე უცხოელ სტუმრებს ბოდიში მოუხადა და ქალის შესახვედრად წავიდა. როგორც წესი, ქალს, გძელი სამუშაო საათების გამო, მუდამ დაღლილი და გათანგული შესახედაობა ქონდა. თუმცა ამჯერად, მეფემ მის თვალებში შვებისა და სიხარულის ნაპერწკალი იგრძნო.

ქალმა მეფეს მოახსენა, რომრაკეტა ასაფრენ სადგურზე აღმართული და ბირთვით დატვირთული იყო. ყველაფერი უკვე სამ-სამჯერ შეემოწმებინათ და თუ მეფე ნებართვას მისცემდა, რაკეტის გაფრენა შესაძლებელი იყო. მეფე ჩამოჯდა და დაფიქრდა. თუ იგი შვიდი დღით ადრე გაუშვებდა რაკეტას—შვიდასი ათასი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდა, მაგრამ თუ რაკეტა მიზანს ვერ მიაღწევდა, მაშინ უამრავი დრო დაიკარგებოდა. ახალი რაკეტის და ბირთვის დამზადებას კიდევ ოთხი წელიწადი დასჭირდებოდა. მეფე იჯდა და ფიქრობდა. თითქმის ერთი საათი ხმა არ ამოუღია. იმ მომენტში, როდესაც მეცნიერს უკვე ეგონა, რომ მას ჩაეძინა, მეფემ თვალები გაახილა და თქვა: „არა, დაბრუნდი ლაბორატორიაში და კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ ყველაფერი.“ ქალმა ღრმად ამოისუნთქა, თუმცა აღარაფერი თქვა და წავიდა.

წლის ბოლო დღე მოღრუბლული და ცივი იყო. ქარი არ ქროდა და რაკეტის გასაშვებად კარგი ამინდი იდგა. მზე ჩადიოდა. ტექნიკოსები ფაციფუცში იყვნენ, სობოლოო შემოწმებებს ახორციელებდნენ. მეფე და მისი მრჩევლები ამ ყველაფერს რაკეტისგან არცთუისე მოშორებით, პლატფორმიდან ადევნებდნენ თვალყურს. ოდნავ მოშორებით, ღობის მეორე მხარეს, უამრავხალხს მოეყარა თავი. დიდი საათი დროს უკან ითვლიდა — ორმოცდაათი წუთიღა დარჩენილიყო.

უეცრად ერთ-ერთმა მრჩეველმა მეფეს პატარა არეულობის შესახებ მოახსენა. ერთი ადამიანი ღობეზე გადმომძვრალიყო და მეფისკენ გამოქცეულიყო, თუმცა დაცვას იგი სწრაფად დაეჭირა და ხელბორკილებით უკან ხალხში გაეყვანა. მეფემ ყურადღება ისევ რაკეტისკენ გადაიტანა, მოშორებით დრაკონის დიდი და შავი სილუეტი ჩანდა. ის ჭამდა.

რაკეტის გაშვებამდე ოციოდე წუთი იყო დარჩენილი, როდესაც მეფემ ხელბორკილებიანი ადამიანი პლატფორმასთან ახლოს შეამჩნია. მას ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა და დაცვას მიყავდა. კაცს ეტყობოდა, რომ ძალიან აღზნებული და შეშინებული იყო, თუმცა როგორც კი მეფის სიახლოვე შეამჩნია, რაც შეეძლო ხმამაღლა მორთო ყვირილი: „ბოლო მატარებელი! ბოლო მატარებელი გააჩერეთ!“

— ვინ არის ეს ახალგაზრდა? — იკითხა მეფემ — მისი სახე მეცნობა, მაგრამ ვერ ვიხსენებ ვინ არის. რა უნდა? ამოუშვით აქ.

ახალგაზრდა კაცი, უმცროსი მოხელე იყო ტრანსპორტის სამინისტროში. მისი აფორიაქებული მდგომარეობის მიზეზი კი, ბოლო მატარებელში მყოფი მამამისი იყო. მეფის ბრძანებით, მატარებლებს ბოლო მომენტამდე არ უნდა შეეწყვიტა მოძრაობა, რათა დრაკონს რაიმე არ ეეჭვა და იმ ადგილიდან არ განძრეულიყო, სადაც რაკეტას უნდა ეტყორცნა. ახალგაზრდა კაცი მეფეს ემუდარებოდა ამ მატარებლის გაჩერებას. ეს ბოლო მატარებელი იყო, რომელიც რაკეტის გაშვებდამდე ხუთი წუთით ადრე მივიდოდა მთასთან.

— ამის გაკეთება არ შემიძლია — თქვა მეფემ — ვერ გავრისკავ.

— მატარებლები ხუთ წუთს ხშირად აგვიანებენ. დრაკონი ვერცკი შეამჩნევს! ძალიან გთხოვთ!

კაცი მუხლებზე დაეცა მეფის წინ. მამის და ათასობით სხვა ადამიანის გადარჩენას ემუდარებოდა, რომლებიც ამ მატარებელზე იმყოფებოდნენ.

მეფე მის სისხლიან სახეს უყურებდა და ხმას არ იღებდა. ახალგაზრდა კი ტირილით აგრძელებდა: „ძალიან გთხოვთ! ბოლო მატარებელი! გთხოვთ!“ იგი დაცვამ პლატფორმიდან ჩამოიყვანა.

მეფე გაუნძრევლად იდგა, სანამ კაცის მუდარა შეწყდებოდა. შემდეგ საათს დახედა. დარჩა ხუთი წუთი. ოთხი წუთი. სამი.

ბოლო ტექნიკოსებმა რაკეტის სადგური დატოვეს.

30 წამი. 20 წამი. ათი, ცხრა, რვა…

ასაფრენ ადგილზე დიდი ცეცხლის ბურთი აღმოცენდა, იქიდან კი ზემოთ მიმავალი რაკეტა ამოფრინდა. მაყურებლები თითის წვერებზე იდგნენ და გაშტერებული უყურებდნენ რაკეტის ძრავებიდან გამომავალ თეთრი ცეცხლის ალს. რაკეტა მთისკენ მიფრინავდა. ყველანი—მეფე, ღატაკები და მდიდრები, ახალგაზრდები და მოხუცები, —იზიარებდნენ ერთსა და იმავე გრძნობებს და რეალობას: ეს თეთრი ცეცხლი, რომელიც შავი ცისკენ მიფრინავდა, კაცობრიობის შიშის და იმედის სიმბოლო იყო და მას სიბოროტის გულში უნდა დაერტყა. ჰორიზონტზე სილუეტი წაბორძიკდა და ჩამოვარდა. ათასობით ხალხის სიხარულისგან გამოწვეულ ყვირილს, მონსტრის მიწაზე დახეთქების გამაყრუებელი ხმა მოყვა. თითქოს, დედამიწამ შვებისგან ამოისუთქა. საუკუნეების მანძილზე ტირანი დრაკონისგან დაჩაგრული კაცობრიობა თავისუფალი იყო.

სიხარულისგან გამოწვეული აღმაფრენა, ნელ-ნელა შეძახილში გადაიზარდა, „გაუმარჯოს მეფეს! გაგვიმარჯოს ჩვენ!“. მეფის მრჩევლები ბავშვებივით გახარებულნი იყვნენ: „ჩვენ ეს შევძელით! ჩვენ ეს შევძელით!“

მეფემკი, აკანკალებული ხმით თქვა: „დიახ, ჩვენს ეს შევძელით. დღეს ჩვენ დრაკონი მოვკალით. მაგრამ, რატომ არ გავაკეთეთ ეს ხუთი ან ათი წლის წინ!? ასე ხომ მილიონობით ადამიანს გადავარჩენდით.“

მეფე, პლატფორმიდან ჩამოვიდა და ხელბორკილებიან კაცთან მივიდა, რომელიც მიწაზე იჯდა: „მაპატიეთ! ძალიან გთხოვთ, მაპატიეთ!“, მეფემ მუხლი მოიყარა მის წინაშე.

ციდან დიდი წვიმის წვეთები წამოვიდა და მიწამ ტალახად იწყო გადაქცევა. წყალი მეფის სამოსს ამძიმებდა და კაცის სისხლიან სახეს ბანდა. “ძალიან ვწუხვარ მამათქვენის გამო“, უთხრა მას მეფემ.

— ეს თქვენი ბრალი არ არის — უპასუხა ახალგაზრდამ — გახსოვთ, თორმეტი წლის წინ, სასახლეში მტირალა ბიჭი, რომელსაც ბებიამისის დაბრუნება უნდოდა? ეს მე ვიყავი. მაშინ ვერ ვაანალიზებდი, რომ ჩემი თხოვნის შესრულება უბრალოდ შეუძლებელი იყო. დღეს კიდევ მამაჩემის გადარჩენის მოთხოვნით, კინაღამ ყველაფერი გავაფუჭე. თქვენ ჩემი, ჩემი დის, და დედაჩემის სიცოცხლე იხსენით. არც კი ვიცი ამისთვის მადლობა როგორ გადაგიხადოთ.

— მათ მოუსმინე — მეფემ ხალხისკენ მიუთითა — „ისინი მე მიმადლიან იმას, რაც დღეს მოხდა, მაგრამ გმირი აქ შენ ხარ. შენ აღუდექი წინ ბოროტებას, შენ გამოთქვი პროტესტი. ეს შენი ხმა იყო.“ მეფემ დაცვას ბორკილების მოხსნა უბრძანა. „ახლა წადი სახლში დედასთან და შენ დასთან. სასახლის კარები შენ და შენი ოჯახისათვის მუდამ ღია იქნება.“

ახალგაზრდა კაცი წავიდა. მეფის გარშემო, რომელიც ჯერ კიდევ მუხლმოყრილი იჯდა ტალახში, მისი მსახურები და ქვეშევრდომები შეგროვნენ. ხალხი გახარებული და ამავდროულად დაბნეული იყო. ამ ერთი საათის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა: თავისუფალი მომავლის უფლება იქნა მოპოვებული, შიში გამქრალიყო და ის, რაც აქამდე შეურყეველი რწმენა იყო, ასევე აღარ არსებობდა. თუ რა იყო შემდეგი ნაბიჯი ცხოვრებაში, ჯერ არავინ უწყოდადა ყველა ერთმანეთს შესცქეროდა, რაიმე ნიშნის მიცემის იმედით.

საბოლოოდ, მეფე ფეხზე ადგა, ხელები ტანსაცმელზე შეიწმინდა.

— ახლა რა ვქნათ თქვენო უდიდებულესობავ?! — უფროსმა მრჩეველმა გაბედა მეფისათვის კითხვის დასმა.

— მეგობრებო! — დაიწყო მეფემ — ჩვენ გრძელი გზა გამოვიარეთ… თუმცა ჩვენი მოგზაურობა მხოლოდ ახლა იწყება. ჩვენი სახეობა ძალიან ახალგაზრდაა ამ პლანეტაზე. დღეს ჩვენ ისევ ბავშვები ვართ. მომავალი ჩვენ წინ არის. ჩვენ უნდა დავიძრათ ამ მომავლისკენ და იმაზე უკეთესი საქმე ვაკეთოთ, ვიდრე აქამდე ვაკეთებდით. სწორედ ახლა გვაქვს საკმარისი დრო რომ, სწორი არჩევანი გავაკეთოთ, რომ გავიზარდოთ, რომ ჩვენი შეცდომებისგან ვისწავლოთ. დრო, რომელიც უკეთესი სამყაროს ასაშენებლადაა საჭირო, და დრო, რომ ამ სამყაროში ვიცხოვროთ. დღეს, დღის ბოლომდე, ყველა სამრეკლო ზარმა რეკოს გარდაცვლილთა მოსახსენებლად. ხოლო შუაღამიდან მზის ამოსვლამდე, ჩვენი წარმატება ვიზეიმოთ. მომავალ დღეებში კი… ვგონებ, ბევრი ცვლილება გველის წინ!


მორალი

მოთხრობები ასაკში შესვლაზე, როგორც წესი, ყურადღებას ამახვილებენ მოხუცისთვის შესაბამისი გარემოს შექმნაზე. სიბერე, ენერგიის კლება, პრაქტიკულ საქმეებს ჩამოშორება და ახლობლებთან დამშვიდობება, სიკვდილისწინა პროცესებია. იმის გათვალისწინებით, რომ სიკვდილის წინააღმდეგ მკურნალობა არასდროს არსებობდა, ეს მიზანშეწონილია. გარდაუვალზე ნერვიულობას, მასთან მშვიდად შეგუება ჯობია.

თუმცა დღეს ჩვენ სხვა მდგომარეობაში ვართ. მიუხედავად იმისა, რომ სიბერის პროცესის შენელების ეფექტური შესაძლებლობა არ გაგვაჩნია1, ჩვენ შეგვიძლია კვლევის ისეთი მიმართულების დადგენა, რომელმაც შესაძლოა უახლოეს მომავალში მსგავსი საშუალებისთვის მიგვაგნებინოს. სიკვდილის გარდაუვალობის იდეოლოგია, რომელიც პასიურად მისადმი შეგუებისკენ მოგვიწოდებს, აღარ არის უვნებელი დამამშვიდებელი. იგი აუცილებებლი და საჩქარო ქმედებების დაბრკოლებაა.

მრავალი წარჩინებული ტექნოლოგი და მეცნიერი გვეუბნება, რომ ოდესმე შესაძლებელი იქნება ადამიანის ფიზიოლოგიური დაბერების შენელება, და სობოლოოდ შეჩერება ან უკან მიმართვაც-კი2. თუმცა დღესდღეისობით არ არსებობს პასუხი იმაზე, თუ თუ რა დროში მოხერხდება ეს, ან საერთოდ რამდენად მიღწევადია კი ეს მიზანი. იგავ-არაკის მიმართებაში (სადაც დრაკონი სიბერის სიმბოლოა), ჩვენ ვიმყოფებით იმ მომენტებს შორის, როდესაც მარტოხელა ბრძენმა დრაკონის მოკვლის შესაძლებლობა იწინასწარმეტყველა და როდესაც დრაკონოლოგებმა წარმატებით მოახდინეს იმ იშვიათი ნივთიერების დემონტრაცია, დრაკონის ქერცლის გატეხვა რომ შეეძლო.

იგავ-არაკის ეთიკური არგუმენტი მარტივია: სამეფოს ერს მკაფიო მიზეზი აქვს თუ რატომ უნდა დრაკონისგან თავის ხსნა. ჩვენს მდგომარეობაში, ადამიანთა და ფიზიოლოგიური სიბერის პროცესის ურთიერთობა ანალოგიურია და ეთიკურად გავს იგავ-არაკში ხალხის და დრაკონის ურთიერთობას. შესაბამისად, ჩვენ გაგვაჩნია მორალური მიზეზი, რომ დაბერების პროცესი მოვსპოდ.

ეს არგუმენტი, სიცოცხლის გახანგრძლივებას არ ეხება — სიცოცხლის ბოლოს, უძლური და ავადმყოფი რამოდენიმე წელიწადის დამატება უაზრობა იქნებოდა. არგუმენტი მხარს უჭერს ადამიანის ჯანსაღი და პროდუქტიული სიცოცხლის გაგრძლებას. სიბერის შენელებით ან შეჩერებით, ჯანსაღი ადამიანის ცხოვრების დრო გაიზრდება. თითოეულ პირს შეეძლება, რომ იყოს ჯანმრთელი ენერგიული და პროდუქტიული იმ ასაკშიც კი, რომელშიც სხვა შემთვევაში უკვე მკვდარი იქნებოდა.

ამ ძირითადი მორალის გარდა, კიდევ რამოდენიმე გაკვეთილის გათვალისწინებაც ღირს:

  1. ყოველდღიური ტრაგედია ცხოვრების წესად, სტატისტიკად გადაიქცა. იგავ-არაკში, ხალხის მოლოდინები დრაკონის არსებობას ისე შეეგუა, რომ ზოგი დრაკონის სიცუდის მიმართ ბრმა გახდა. დაბერებაც, ასევე, „ცხოვრებისეულ ფაქტად“ გადაიქცა მიუხედავად იმისა, რომ იგი აურაცხელი ადამაინის სიკვდილის და ტანჯვის მიზეზია.
  2. ტექნოლოგიების სტატიკური მსოფლმხედველობა. ხალხი ამბობდა, რომ დრაკონის მოკვლა შეუძლებელი იყო, რადგან წარსულში ბევრი მცდელობის მოუხედავად, ვერ მოხერხდა. მათ ტექნოლოგიური განვითარების პროცესი არ გაუთვალისწინებიათ. იქნებ ჩვენც, სიბერისგან განკურნების მიმართ იგივე შეცდომას ვუშვებთ?
  3. ადმინისტრაცია საკუთარი მიზნის სამსახურში ჩადგა. ეკონომიკის მეშვიდედს დრაკონის ადმინისტრაცია შეადგენდა (რომელიც ასევე ემთხვევა მთლიანი შიდა პროდუქტის [ინგ. GDP] წილს, რომელსაც აშშ ჯანდაცვაზე ხარჯავს). მთელი ყურადღება ზარალის შემცირებაზე გადავიდა და ამ ზარალის გამომწვევი მთავარი მიზეზი კი მივიწყებულ იქნა. იმის ნაცვლად, რომ საჯარო შესაძლებლობებით სიბერის შეჩერების კვლევები ვაწარმოოთ, ჩვენ ჯანდაცვის სრულ თანხას თითოეული დაავადების მკურნალობაზე ვხარჯავთ.
  4. სოციალური კეთილდღეობა არ ემსახურებოდა ხალხის კარგად ყოფნას. მეფის მსახურები ანტი-დრაგონისტების ქმედებებზე და მათმიერ გამოწვეულ პოტენციურ არეულობებზე ნერვიულობდნენ მიუხედავად იმისა, რომ სოციალური წყობის დანიშნულება ხალხისთვის მსახურია, და როგორც წესი, სიცოცხლის გადარჩენა ხალხისთვის კარგია.
  5. პროპორციების აღქმის უუნარობა. ვეფხვმა მოკლა ფერმერი, გველები შემოესივნენ სოფელს; მეფემ ორივე დაამარცხა და შესაბამისად, საკუთარი ხალხისათვის კარგი გააკეთა. თუმცა ბრალი მაინც მისი იყო, მან პრიორიტეტები ვერ გათვალა სწორედ.
  6. მჭერმეტყველური ფრაზები და ცარიელი რიტორიკა. მორალურ საკითხებზე მეფის მრჩევლის სიტყვები ადამიანების კეთილშობილებასა და მის ბედზე მაღალფარდოვანია, და თითქმის სიტყვა-სიტყვით გავს თანამედროვე ლიდერების მრჩევლების განცხადებებს3. მიუხედავად ამისა, მისი სიტყვები შინაარსს მოკლებულია და მორალის საკითხებს უფრო ბუნდოვანს ხდის, ვიდრე მასზე გამჭირვალედ მსჯელობს. ხოლო ბიჭის გულწფელი და მარტივად გასაგები სიტყვები, პირდაპირ ფაქტზე მიუთითებს: დრაკონი ცუდია, იგი ადამიანებს ანადგურებს. ასეთივე მარტივია ჭეშმარიტება ადამიანის ფიზიოლოგიური დაბერების შესახებაც.
  7. სასწრაფო მოქმედების ვერ გაცნობიერება. იგავის თითქმის ბოლო აბზაცამდე ვერავინ ბოლომდე ვერ იაზრებდა თუ რა იდო სასწორზე. ტრაგედიის მასშტაბი მეფემ მხოლოდ მაშინ გაიაზრა, როდესაც იგი დასისხლიანებული ახალგაზრდის თვალებს შეაშტერდა. სიბერის განკურნების ძიება კეთილშობილური საქციელი კიარაა, რომელსაც ოდესმე მივაღწევთ, ეს ჩვენი მორალური ვალია, რომელიც სასწრაფოდ უნდა გამოვისყიდოთ. რაც უფრო მალე გავამახვილებთ ყურადღებას მის კვლევაზე, მით უფრო ადრე მივიღებთ შედეგს. ერთ წელიწადსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ პერიოდში შესაძლოა კანადის მოსახლეობასთან გათანაბრებული ადამიანთა რაოდენობა მოკვდეს. ეს, წუთში სამოცდაათ გარდაცვლილს უდრის. ასეთი მაღალი სიკვდილიანობის ტემპში, ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს.
  8. „მომავალ დღეებში კი… ვგონებ, ბევრი ცვლილება გველის წინ!“ მეფე და მისი ერი ძალიან ბევრ დაბკოლებას გადააწყდება ზეიმის შემდე. მოსახლეობა ისეთი მიჩვეული იყო დრაკონის არსებობას, რომ მისი განადგურების შემდეგ, საშიში სიცარიელე შეიქმნა. მათ შემოქმედებითად უნდა იმუშაონ, როგორც ინდივიდუალურ, ასევე სოციალურ დონეზე, რომ მათი ცხოვრება ისევ დინამიური და შინაარსიანი გახდეს. საბედნიეროდ, ადამიანის ბუნება ძალიან ადაპტირებადია. ჭარბი მოსახლეობაც ერთ-ერთი დაბრკოლებაა. შესაძლებელია ადამიანებმა ბაშვები უფრო იშვიათად გააჩინონ, ან შესაძლებელია დიდი მოსახლეობის შენახვა კაცობრიობამ ტექნოლოგიების მეშვეობით შეძლოს. იქნებ კოსმოსის კოლონიზაციასაც კი რეალური იყოს. ახლა კი იგავის ხანგრძლივსიცოცხლიან ადამიანებს მივცეთ დრო ახალი დაბრკოლებების გადასალახად. ჩვენ კი ვეცადოთ ჩვენ საკუთარ თავგადასავალში გადავდგათ წინ ნაბიჯები.4

—ნიკ ბოსტრომი

  1. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ყველა ცხოველის სახეობაში, კალორიების შეზღუდვა (მაღალნუტრიენტული დიეტა დაბალი კალორიებით) აგრძელებს სიცოცხლის ვადას და მნიშვნელოვნად წევს ასაკთან დაკავშირებულ დაავადებებს. საიმირზე და რეზუსზე ჩატარებული ცდების წინასწარი შედეგებიც მსგავს შედეგებს აჩვენებს. დიდი ალბათობაა, რომ ადამიანის ორგანიზმიც მსგავსი რეაქციით უპასუხებს ამ დიეტას. თუმცა გასაგები მიზეზების გამო, ძნელად წარმოსადგენია არსებობდეს ადამიანი, რომელიც მთელი სიცოცხლის მაძილზე ნახევრად-მშიერ დიეტაზე ყოფნას დათანხმდება. არსებობს კვლევები კალორიების შემზღუდველი საჭმლის იმიტაციური პროდუქტების შემქნაზეც. (იხ. მაგ. Lane, M. et al. (1999) “Nutritional modulation of aging in nonhuman primates,” J. Nutr. Health & Aging, 3(2): 69-76.) 

  2. International Association of Biomedical Gerontology-ს მეათე კონგრესზე ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მონაწილეთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ საშუალო ასაკის თაგვების გაახალგაზრდავების პროცესი შესაძებელია, ან “არ არის გამორიცხული” მომავალი 10-20 წლის განმავლობაში. (de Grey, A. (2004), “Report of open discussion on the future of life extension research,” (Annals NY Acad. Sci., 1019, in press)). ასევე იხ. მაგ. de Grey, A., B. Ames, et al. (2002) “Time to talk SENS: critiquing the immutability of human aging,” Increasing Healthy Life Span: Conventional Measures and Slowing the Innate Aging Process: Ninth Congress of the International Association of Biomedical Gerontology, ed. D. Harman (Annals NY Acad. Sci. 959: 452-462); and Freitas Jr., R. A., Nanomedicine, Vol. 1 (Landes Bioscience: Georgetown, TX, 1999). 

  3. იხ. მაგ. Kass, L. (2003) “Ageless Bodies, Happy Souls: Biotechnology and the Pursuit of Perfection,” The New Atlantis, 1. 

  4. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გამომეხმაურა და გადაიკითხა იგავის პირველი ვარიანტი: Heather Bradshaw, Roger Crisp, Aubrey de Grey, Katrien Devolder, Joel Garreau, John Harris, Andrea Landfried, Toby Ord, Susan Rogers, Julian Savulescu, Ian Watson, and Kip Werking. ასევე მადლობელი ვარ Adi Berman, Pierino Forno, Didier Coeurnelle და ყველასი, ვინც თარგმნა იგავ-არაკი სხვა ენებზე და სცვადა სიტყვა გაევრხელებინა მის შესახებ. დიდი მადლობა! 

დამატებითი რესურსები

პირვეალად გამოქვეყნდა სამედიცინო ეთიკის ჟურნალში 2005 წელს. (Journal of Medical Ethics, 2005, Vol. 31, No. 5, pp 273-277.)

Download PDFპორტატული ვერსია